İlham Əliyev Bakıda İslam İnkişaf Bankı Qrupunun illik toplantılarının açılış mərasimində iştirak edib
İlham Əliyev Ərəb Koordinasiya Qrupuna daxil olan üzv qurumların rəhbər şəxslərini qəbul edib
Gəncənin Su Təchizatının İnkişafına və Əhalinin Rahatlığına Xidmət Edən Rəhbər – Şöhrəddin Verdiyev
Səhiyyəyə həsr olunan peşəkar fəaliyyət- 1 saylı Kliniki Tibbi Mərkəzin direktoru Musa Abbasov
İnsan sağlamlığına həsr olunan fədakar fəaliyyət-Siyəzən RMX-nın direktoru Nərgiz Əliyeva
Elxan Yaqubov – Sahibkarlıq, tibb və maarifçilik fəaliyyətini uğurla birləşdirən ziyalı
Saniyələrlə ölçülən həyat missiyası – Rauf Sadıxovun rəhbərlik etdiyi təcili yardım fədakarlığı
Ürəyin içindən həyata açılan yol – invaziv kardiologiyanın fədakar əli Dr. Vüqar Zamanov
Uşaqların sağlamlığına həsr olunan nəcib ömür – Esmira Hüseynovanın fədakar həkimlik missiyası
Инициативная группа по созданию политической партии «Туран» приступает к подготовке Учредительного съезда
Leyla Əliyeva Bonnda BMT-nin İqlim Dəyişikliyi üzrə Çərçivə Konvensiyasının icraçı katibi ilə görüşüb
Leyla Əliyevanın iştirakı ilə Bonnda Xəzərin səviyyəsinin azalmasının ekoloji təsirləri müzakirə olunub
ირაკლი კობახიძე: ხანუკა განასახიერებს სინათლის გამარჯვებას სიბნელეზე და სიყვარულის ღირებულებებს, რომლებიც აერთიანებს ხალხებს
ხანუქა არის სიკეთის ბოროტებაზე და სინათლის ბნელზე გამარჯვების დღესასწაული, დღეს ანთებული თითოეული სანთელი ათბობს ადამიანების გულებს და ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს კაცობრიობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის სინაგოგაში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა, თბილისის მერ კახა კალაძესთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა და მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.
„ხანუქა არის სიკეთის ბოროტებაზე და სინათლის ბნელზე გამარჯვების დღესასწაული. დღეს კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ ჩვენ გვაქვს თანაცხოვრების, მეგობრობის, ურთიერთსიყვარულის 26-საუკუნოვანი ტრადიცია, რომელიც ჩვენს ხალხებს აკავშირებს. ეს არის უნიკალური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ეს არის ის მემკვიდრეობა, რომელიც შემოგვინახეს ჩვენმა წინაპრებმა და ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ ამ განსაკუთრებულ მემკვიდრეობას და იმ განსაკუთრებულ სიყვარულს, რომელიც სუფევს ჩვენს ხალხებს შორის. ჩვენ ამას ძალიან ვუფრთხილდებით და მომავალშიც გავუფრთხილდებით. დღეს ანთებული თითოეული სანთელი ათბობს ადამიანების გულებს. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს კაცობრიობას. ადამიანებს სჭირდებათ მეტი სითბო გულებში და მეტი სიყვარული. მინდა სითბო, სიყვარული და კეთილდღეობა ვუსურვო ისრაელს და ებრაელ ხალხს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა სიმბოლურად ხანუქას პირველი სანთელი აანთო. ხანუქას დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას თბილისის სინაგოგაში საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, ისრაელის ელჩი საქართველოში ვალიდ აბუ ჰაია და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ARHD.az






























































